ქართველ ჩოგბურთელთა ტური - დებულება - banner

ქართველ ჩოგბურთელთა ტური - დებულება


თბილისი   

იხილეთ დებულების PDF-ვერსია

                                                                                                    29 ივლისი 2021წ.
1.    ზოგადი დებულებები.

1.1.          შპს ქართველ ჩოგბურთელთა ტური, შემდგომში წოდებული როგორც ქჩტ - არის კომერციული ორგანიზაცია რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 
1.2.          შპს ქართველ ჩოგბურთელთა ტური არის იურიდიული პირი, გააჩნია ორგანიზაციული სტრუქტურა, მმართველობის ორგანო და ასევე იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტიკა.
1.3.          შპს ქართველ ჩოგბურთელთა ტური-ს საიდენთიფიკაციო კოდი:  405 456 377.
1.4.          შპს ქართველ ჩოგბურთელთა ტური-ს იურიდიული მისამართია: თბილისი, ლევან გოთუას 10 ა.

2.    საქმიანობა, მიზნები და ამოცანები.

2.1.          ქჩტ-ს  საქმიანობის სფეროა მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა შორის ტურნირების ორგანიზება.
2.2.          ქჩტ -ი ატარებს ჩოგბურთის ტურნირებს ერთეულ, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში მოყვარულ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა შორის, ადგენს მონაწილეთა წესს სამართლიანობის პრინციპით და ამტკიცებს თითოეული ტურნირის დებულებას.
2.3.          მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მოყვარულ ჩოგბურთელს.
2.4.          მოყვარული ჩოგბურთელი არის პირი რომელსაც 14 წლის ასაკის შემდეგ არ უთამაშია პროფესიული ჩოგბურთი. (არ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში ან საქართველოს პირველობაზე) * აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს ოფიციალური მონაცემებით.
2.5.          პროფესიონალი ჩოგბურთელი არის პირი რომელიც 14 წლის ასაკის შემდეგ თამაშობდა პროფესიულ ჩოგბურთს (მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში ან საქართველოს პირველობაზე).
2.6.          ორგანიზაციის მიზნებია - სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩოგბურთის პოპულარიზაცია საქართველოში. 
2.7.          ქჩტ - ს მიზანია მოხდეს ტურნირების სეზონური დაგეგმარება და მიენიჭოს ყოველწლიური ხასიათი.
2.8.          ქჩტ-ს მიზანია ჩამოყალიბდეს ქართველ მოყვარულ ჩოგბურთელთა ლიგა შესაბამისი კატეგორიებით.
2.9.          კატეგორია თავის მხრივ გულისხმობს სხვადასხვა დონის მოყვარული ჩოგბურთელებისთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ტურნირების ჩატარებას.
2.10.     კატეგორიები დაიყოფა I, II, III და ა.შ.
    

2.11.         ქჩტ - ადგენს მოყვარულ ჩოგბურთელთა სარეიტინგო სიას, რომელიც ქჩტ ან მის მიერ აღიარებული სტანდარტების მქონე ტურნირებზე მიღეწეული შედეგებით განისაზღვრება.
2.12.    ქჩტ-ს მიზანია მის მიერ ორგანიზებულმა ტურნირებმა მიიღოს საერთაშორისო ხასიათი.
2.13.    ქჩტ ერთპიროვნულად ადგენს ტურნირის ბიუჯეტს.
2.14.    ქჩტ განსაზღვრავს საპრიზო თანხების გაცემის ვადებს. 
2.15.    საპრიზო თანხების გაცემის ვადები მითითებული იქნება კონკრეტული ტურნირის დებულებაში.

3.    წესები
 
3.1.          ქჩტ-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებში სათამაშო სისტემა იმეორებს მსოფლიოში მიღებულ სათამაშო  წესს.
3.2.          ქჩტ ადგენს ტურნირის ჩატარების თარიღს და ლოკაციას, განსაზღვრავს ტურნირის ფორმატს, მოთამაშეთა რაოდენობას.
3.3.          კონკრეტული ტურნირის სათამაშო სისტემა გაწერილი იქნება უშუალოდ ტურნირის დებულებაში.
3.4.          ქჩტ - ს ყველა ორგანიზებულ ტურნირის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდება წილისყრა სადაც მოთამაშეები დაკომპლექტებიან სატურნირო ბადეში.
3.5.          ქჩტ-ს ტურნირის ბადის დასაკომპლექტებლად შესაძლებელია ჩატარდეს საკვალიფიკაციო მატჩები. 
3.6.          თითოეულ ტურნირს მინიჭებული ექნება საერთო სარეიტინგო ქულა, რომელიც დებულებით განსაზღვრული წესით გადანაწილდება ტურნირში მონაწილე ჩოგბურთელებს შორის მათი მიღწევების შესაბამისად.
3.7.          ქჩტ - ატარებს ერთეულებში 128/96/64/56/32/28/ კაცით  და წყვილებში 64/32/28/16 დაკომპლექტებული ბადის ტურნირებს და სეზონის შემაჯამებელ ტურნირს.
3.8.          ტურნირში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია მოხდეს მოთამაშეების განთესვა, რომელიც მოხდება შემდეგი პრინციპით - 128 და 96 კაციან ბადეში განითესება ტოპ 32 მოთამაშე, 64 კაციან ბადეში 16 მოთამაშე და 32/28 კაციან ბადეში 8 ჩოგბურთელი.
3.9.          128 კაციანი ბადე 2000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 10 ქულა/ II წრე 45 ქულა/ 1/16 ფინალი 90 ქულა /  1/8 ფინალი 180 ქულა / ¼ ფინალი 360 ქულა / ½ ფინალი 720 ქულა / ფინალისტი 1200 / გამარჯვებული 2000 ქულა.
3.10.    96 კაციანი ბადე 1000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 10 ქულა/ II წრე 25 ქულა/ 1/16 ფინალი 45 ქულა /  1/8 ფინალი 90 ქულა / ¼ ფინალი 180 ქულა / ½ ფინალი 360 ქულა / ფინალისტი 600 / გამარჯვებული 1000 ქულა. (პირველ წრეს ტოვებს 32 განთესილი მოთამაშე).


3.11.         64 კაციანი ბადე 1000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 10 ქულა/ 1/16 ფინალი 45 ქულა /  1/8 ფინალი 90 ქულა / ¼ ფინალი 180 ქულა / ½ ფინალი 360 ქულა / ფინალისტი 600 / გამარჯვებული 1000 ქულა.
3.12.    56 კაციანი ბადე 1000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 10 ქულა/ 1/16 ფინალი 45 ქულა /  1/8 ფინალი 90 ქულა / ¼ ფინალი 180 ქულა / ½ ფინალი 360 ქულა / ფინალისტი 600 / გამარჯვებული 1000 ქულა. (პირველ წრეს ტოვებს 8 განთესილი მოთამაშე)
3.13.    32 კაციანი ბადე 500 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 10 ქულა/   1/8 ფინალი 45 ქულა / ¼ ფინალი 90 ქულა / ½ ფინალი 180 ქულა / ფინალისტი 300 / გამარჯვებული 500 ქულა. 
3.14.    32 კაციანი ბადე 250 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/   1/8 ფინალი 20 ქულა / ¼ ფინალი 45 ქულა / ½ ფინალი 90 ქულა / ფინალისტი 150 ქულა / გამარჯვებული 250 ქულა. 
3.15.    28 კაციანი ბადე 250 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/   1/8 ფინალი 20 ქულა / ¼ ფინალი 45 ქულა / ½ ფინალი 90 ქულა / ფინალისტი 150 ქულა / გამარჯვებული 250 ქულა. (პირველ წრეს ტოვებს 4 განთესილი მოთამაშე)
3.16.    64 წყვილის ბადე 2000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/ 1/16 ფინალი 90 ქულა /  1/8 ფინალი 180 ქულა / ¼ ფინალი 360 ქულა / ½ ფინალი 720 ქულა / ფინალისტი 1200 / გამარჯვებული 2000 ქულა. 
3.17.    32 წყვილის ბადე 1000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/  1/8 ფინალი 90 ქულა / ¼ ფინალი 180 ქულა / ½ ფინალი 360 ქულა / ფინალისტი 600 / გამარჯვებული 1000 ქულა.
3.18.    28 წყვილის ბადე 1000 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/ 1/8 ფინალი 90 ქულა / ¼ ფინალი 180 ქულა / ½ ფინალი 360 ქულა / ფინალისტი 600 / გამარჯვებული 1000 ქულა. (განთესილი 4 წყვილი ტოვებს პირველ წრეს).
3.19.    16 წყვილის ბადე 500 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/ 1/8 ფინალი 45 ქულა  ¼ ფინალი 90 ქულა / ½ ფინალი 180 ქულა / ფინალისტი 300 / გამარჯვებული 500 ქულა.
3.20.    16 წყვილის ბადე 250 ქულა. გადანაწილება მოხდება შემდეგი პრინციპით: I წრე 0 ქულა/ 1/8 ფინალი 20 ქულა  ¼ ფინალი 45 ქულა / ½ ფინალი 90 ქულა / ფინალისტი 150 / გამარჯვებული 250 ქულა.
3.21.    ტურნირის დაწყების და მიმდინარეობის, ასევე სათამაშო განრიგის დრო შესაძლებელია შეიცვალოს მეტეოროლოგიური ან სხვა რაიმე ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე.
3.22.    სატურნირო ბადეში მოხვედრილი მოთამაშე ვალდებულია დაემორჩილოს ტურნირის ჩატარების წესს, დაიცვას სიტყვისა და ქცევის ეთიკური ნორმები. 
3.23.    სატურნირო ბადეში მოხვედრილი მოთამაშე ვალდებულია განრიგით გათვალისწინებული სათამაშო დროის დადგომამდე 10 წუთით ადრე გამოცხადდეს ტურნირის ჩატარების ადგილზე.

3.24.    თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე არ გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს ტურნირის ორგანიზატორებს. 
3.25.    ასეთი შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურნირიდან და ჩაეთვლება წაგებაში.
3.26.    ასეთი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში სავარაუდო დაგვიანების დრო განისაზღვრება უშუალოდ თამაშის დაწყების დროიდან არაუმეტეს 20 წუთით.
3.27.    ტურნირის ჩატარების დრო და ადგილი, სატურნირო ბადე, თამაშის დაწყების სავარაუდო განრიგი და კორტი, სარეიტინგო  სია, ტურნირის ბიუჯეტი და სხვა დეტალური ინფორმაცია  გამოქვეყნებული იქნება ქჩტ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე WWW.GTPTour.GE - ზე 
3.28.    ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ  გვერდზე.

ვამტკიცებ

შპს ქართველ ჩოგბურთელთა ტური-ს ადმინისტრაცია

უ. კემულარია

ი. მდივანი

ლ. სახვაძე

ძალაში  შედის  ხელმოწერისთანავე      თარიღი: 29/07/2021 წ.