მეტრეველი Back to Back თუ სვანიძე is Back 😂


მეტრეველი Back to Back თუ სვანიძე is Back 😂

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე დომუსის თასის გათამაშება დასკვნით ეტაპამდე მივიდა.

ხვალ, 24 სექტემბერს, Domus Cup 2023-ს Pro/Am ტიპის ტურნირის ფინალი გაიმართება, რომელშიც ს.მეტრეველი/კერესელიძის წყვილი სვანიძე/გურგენიძის წყვილს დაუპირისპირდება.

ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებულის ვინაობა სუპერ ტაი-ბრაიკზე გამოვლინდა. სვანიძე/გურგენიძის წყვილმა კვერნაძე/კალმახელიძეს 6:4 2:6 10:7 მოუგო, მეტრეველი/კერესელიძემ კი ს.სვანიძე/ნ.აკოფიანის წყვილი 6:3 4:6 10:7 დაამარცხა.

სანდრო მეტრეველი ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაშია - რამდენიმე დღის წინ მან betlive Challenge Cup მოგება შეძლო და ხვალ ზედიზედ მეორე ტიტულის დაუფლებას შეეცდება

ფინალური დაპირისპირება ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, მისი ყურება ონლაინ იქნება შესაძლებელი და ლინკს მატჩის დაწყების წინ აუცილებლად იხილავთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, თუმცა, რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ტრიბუნაზე გელოდებით.