სანდროს Back to Back - მეტრეველმა დიდებული ფორმა დომუსზეც დაამტკიცა


სანდროს Back to Back - მეტრეველმა დიდებული ფორმა დომუსზეც დაამტკიცა

დღეს, 24 სექტემბერს, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე Domus Cup 2023-ს ფინალი გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ს.მეტრეველი/კერესელიძის და სვანიძე/გურგენიძის წყვილები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვება მეტრეველი/კერესელიძის წყვილმა ორ სეტში, 6:2 6:4 მოიპოვა.

სანდროს დიდებული ფორმა ზედიზედ მეორე ტურნირზე გაგრძელდა - მეტრეველმა betlive Challenge Cup-ს ახლა Domus Cup 2023-ც მიამატა.

გამარჯვებული წყვილი 10 ათასი ლარით დაჯილდოვდა, ფინალისტებს კი 6 ათასი ერგოთ.

დომუსი და GTP Tour დიდ მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, მატჩებზე დასწრებასა და გამოხატული ინტერესისთვის.