კალმახას საიუბილეო და წყვილების Back to Back


კალმახას საიუბილეო და წყვილების Back to Back

15 ოქტომბერს შეკვეთილში GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული საჩოგბურთო ტურნირი Paragraph Cup დასრულდა.

მაყურებელმა დიდი სანახაობა, დაძაბული და საინტერესო შეხვედრები იხილა.

ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მეორედ მოახერხა გასვლა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა ამჯერადაც ვერ მოახერხა ტიტულის მოპოვება.  მისი მეტოქე სახელოვანი ზვიად კალმახელიძე იყო, რომელმაც, სხვათაშორის, მე-100 ტიტული მოიპოვა, რასაც განსაკუთრებით ვულოცავთ.

წყვილთა თანრიგში გამარჯვება და ტიტულის დაცვა აკოფიანი/ხაბურძანიას წყვილმა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში მატჩში მათ სახვაძე/ქომეთიანის წყვილს აჯობეს.

GTP Tour დიდ მადლობას უხდის მონაწილეებს, მაყურებელს და ტურნირის პარტნიორებს ჩოგბურთის თანადგომისთვისთვის, რომელთა გარეშეც ამ დიდებული სანახაობის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა - betlive.com, ავერსი ფარმა, არქიტრავი, Jeep და Paragraph Shekvetili Resort.