Paragraph Cup - მიდი მოვდივარ


Paragraph Cup - მიდი მოვდივარ

ახლოვდება ტრადიციად ქცეული ტურნირი სამოყვარულო ჩოგბურთში, შეკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმრო „პარაგრაფში“.

წელს GTPTour-ის მიერ ორგანიზებულ Paragraph Cup-ზე წარმოდგენილი იქნება ჩოგბურთელთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა. ერთეულთა ბადე 48 ჩოგბურთელისგან იქნება დაკომპლექტებული, წყვილთა კი - 16 წყვილისგან.

Paragraph Cup სტარტს აიღებს 12 ოქტომბერს და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ფეისბუქ-გვერდზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებს.

შეკვეთილი საინტერესო მატჩებს და დიდებულ სანახაობას გვპირდება. ამიტომ, ყველას გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს ღონისძიება და ჩვენთან ერთად ისიამოვნოთ ამ საჩოგბურთო დღესასწაულით.

ტურნირის მხარდამჭერები არიან: betlive, Jeep, Aversi Pharma, არქიტრავი, Paragraph Resort & Spa Shekvetili.