მზიურის კორტები ტრადიციად ქცეულ Domus Cup-ს უმასპინძლებს


მზიურის კორტები ტრადიციად ქცეულ Domus Cup-ს უმასპინძლებს

Domus Cup 2023, ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი, 22– 24  სექტემბერს ტრადიციულად, მზიურის კორტებზე იმართება.

დომუსი უკვე მეოთხე წელია ატარებს, PRO-AM ტიპის წყვილთაშორის ტურნირს და მოყვარულ ჩოგბურთელებს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების მოთამაშეებთან და ვეტერანებთან ერთად თამაშის შესაძლებლობას აძლევს, რაც საინტერესო გამოცდილებაა მონაწილეებისთვის, მაყურებლისთვის კი შთამბეჭდავი სანახაობაა.

გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია!

ტურნირის გენერალური სპონსორია betlive.com

ტურნირის სპონსორია: Jeep Georgia, წყალი ბაკურიანი - Bakuriani Water, Stella Artois Tbilisi

Domus CUP 2023, მზიურის კორტებზე მაყურებელს ემოციებით დატვირთულ თამაშებს პირდება.

დომუსი და GTP TOUR ირჩევენ ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესს.