მრავალფეროვანი ჩოგბურთი პარაგრაფში


მრავალფეროვანი ჩოგბურთი პარაგრაფში

29 სექტემბერს სტარტს აიღებს GTPTour-ის მიერ ორგანიზებული, უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი პარაგრაფში, რომელიც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ტურნირი ორ კატეგორიაში გაიმართება: ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. გარდა ამისა, გაიზარდა საპრიზო ფონდი და უკვე 4000 ლარს შეადგენს.

ტურნირზე მონაწილეობის ადგილები შეზღუდულია და უპირატესობას რეიტინგის მქონე ჩოგბურთელები ისარგებლებენ. 

ერთეულების და წყვილების თანრიგის გარდა, პარაგრაფში ამავე პერიოდში გაიმართება ქვიშის ჩოგბურთის ტურნირიც, რომელიც შარშან სატესტო რეჟიმში ჩატარდა და დადებითი შეფასებებიც მოიპოვა.

საინტერესო მატჩების გარდა GTP Tour კარგ დასვენებას გთავაზობთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით GTP Tour-ის "ფეისბუქ" - გვერდზე.