რაის გუნენსვარანი - ხვალაც მოსაგებია !


რაის გუნენსვარანი - ხვალაც მოსაგებია !

თბილისში მიმდინარე ITF 25-ტიპის ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველმა ბრწყინვალე თამაშით ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალურ მატჩში სანდროს მეტოქე მსოფლიოს ყოფილი 79-ე ნომერი, პრაჯნეჩ გუნენსვარანი იყო, რომელიც ქართველმა ულამაზეს სტილში და ორ სეტში, 7:6 6:2 დაამარცხა.

მეტრეველმა ამ შეხვედრაში 4 ეისი მოაწოდა, 4 ბრეიკ-პოინტიდან 3 გამოიყენა, მეტოქეს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში აჯობა და ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში მეტრეველის მეტოქე 23 წლის პოლონელი კასპერ ჟუკი იქნება, რომელიც მსოფლიოში 266-ე პოზიციას იკავებს და ამ ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი.

თავის ნახევარფინალში ჟუკმა ჩეხ დავიდ პოლიაკს მძიმე ბრძოლაში, 3:6 7:5 7:6 (7) მოუგო. 

ფინალური შეხვედრა მზიურის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე ხვალ, 6 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. 

ერთად ვუგულშემატკივრობთ სანდრო მეტრეველს ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში.