ტყემალაძემ თელავის ტურნირი წარმატებით დაიწყო, დავლიანიძე რუსთან დამარცხდა


<h1>ტყემალაძემ თელავის ტურნირი წარმატებით დაიწყო, დავლიანიძე რუსთან დამარცხდა</h1>

თელავში მიმდინარე ტურნირი წარმატებით დაიწყო ქართველმა ჩოგბურთელმა, ზურა ტყემალაძემ.

მან იაპონელ ჩოგბურთელს ისეი ოკამურას 7:6 6:3 მოუგო და მეორე წრეში დამაჯერებლად გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი იქნება.

კაჩმაზოვმა, თავის მხრივ, პირველ წრეში სხვა ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ დავლიანიძე ასევე ორ სეტში, 6:1 7:5 დაამარცხა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ოფიციალურად ორი დღის წინ დაიწყო, ჯერ მხოლოდ ერთი სათამაშო დღის ჩატარება მოხერხდა, რისი მიზეზიც უამინდობაა.