თელავში ITF-ეგიდის საერთაშორისო ტურნირი ქართველების სრული დომინაციით მიმდინარეობს.
ზურა ტყემალაძემ ოსეი ოკამურას შემდეგ, არც ნიკოლოზ დავლიანიძის დამმარცხებელი რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი დაინდო, დამაჯერებლად ორ სეტში, 6:2 7:6 დაამარცხა და ტურნირის ¼-ფინალში გავიდა.
მეშვიდე ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი ფავორიტის სტატუსს ამართლებს - ქართველმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგში 371-ე ადგილზე მყოფი უკრაინელი, ვლადისლავ ორლოვი იქნება.
გარდა ამისა, ამავდროულად მიმდინარეობს ტურნირი წყვილთა თანრიგშიც, სადაც ფინალში მეტრეველი/ბაკშის წყვილი გავიდა.
მათი მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ბელარუსი წყვილი - მარტინ ბორისიუკი/ალიქსანდრ ლიაონენკა იქნება.