თელავში ITF-ეგიდის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო - მასში ექვსი ქართველი მონაწილეობს


თელავში ITF-ეგიდის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო - მასში ექვსი ქართველი მონაწილეობს

თელავში, თიხის საფარის კორტებზე 27 ივლისს ITF-ეგიდით საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

მისი საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია და ძირითად ბადეში მოხვედრა ექვსმა ქართველმა ჩოგბურთელმა: ალექსანდრე მეტრეველმა, გიორგი ცივაძემ, ზურა ტყემალაძემ, ალექსანდრე ბაქშმა, ნიკოლოზ დავლიანიძემ და საბა ფურცელაძემ მოახერხეს. 

მეტრეველი ამ ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.

მიუხედავად იმისა, რომ თელავის კორტებზე ტურნირი ოფიციალურად ორი დღის წინ დაიწყო, ჯერ მხოლოდ ერთი სათამაშო დღის ჩატარება მოხერხდა, ამის მიზეზი კი უამინდობაა.