ფავორიტის სტატუსი განმტკიცებულია - ზვიად კალმახელიძემ Paragraph Cup-ი მოიგო!


ფავორიტის სტატუსი განმტკიცებულია - ზვიად კალმახელიძემ Paragraph Cup-ი მოიგო!

GTP Tour-ის მიერ ორგანიზებულ Paragraph Cup-ზე წარმატებით იასპარეზა სამოყვარულო ჩოგბურთის პირველმა ნომერმა, ზვიად კალმახელიძემ.

ტურნირის უპირობო ფავორიტმა თავისი სტატუსი გაამართლა და პირველი ნომრობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

გადამწყვეტ შეხვედრაში კალმახელიძის მეტოქე ტურნირის ერთგვარი სენსაცია გიორგი მარგველაშვილი იყო, რომელმაც ნახევარფინალში მეორე ნომერი ნიკა აკოფიანი დაამარცხა.

თუმცა, მიყოლებით პირველი და მეორე ნომრების დამარცხება მარგველაშვილს არ გამოუვიდა - ფინალში კალმახელიძემ მეტოქეს 6:3 6:2 მოუგო და თავის მრავალტიტულიან კოლექციას კიდევ ერთი, საპატიო ჯილდო შემატა.

ამ გამარჯვებით კალმახელიძემ თავისი რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა და გარდა ამისა, სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზითა და თასით დაჯილდოვდება.