სენსაციების გარეშე - შეკვეთილის ტურნირზე პირველი წრე ყველა განთესილმა ჩოგბურთელმა გაიარა


სენსაციების გარეშე - შეკვეთილის ტურნირზე პირველი წრე ყველა განთესილმა ჩოგბურთელმა გაიარა

8 ოქტომბერს, შეკვეთილში GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო ერთეულთა თანრიგში.

პირველმა სათამაშო დღემ დიდი სენსაციების გარეშე ჩაიარა - 8-ვე განთესილმა ჩოგბურთელმა საწყისი წრე წარმატებით დაძლია და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

შესაბამისად, ასეთი მერვედფინალური წყვილები მივიღეთ:

კალმახელიძე (1) - სხირტლაძე
ზ. გელაშვილი - ბალუაშვილი (8)
მენაბდე (6) - გ. გელაშვილი
სახვაძე - ხოჭოლავა (3)
თოფურია (4) - მარგველაშვილი
ასანიშვილი - გიორგაძე (5)
კოტეტიშვილი (7) - კიწმარიშვილი 
მიჩელაშვილი - აკოფიანი (2)

მეორე სათამაშო დღე სწორედ მერვედფინალური დაპირისპირებებით გაიხსნება და 9-10 ოქტომბერს ტურნირის კულმინაცია გველოდება.