8-10 ოქტომბერს GTP Tour შეკვეთილში გრანდიოზულ ტურნირს უხელმძღვანელებს


8-10 ოქტომბერს GTP Tour შეკვეთილში გრანდიოზულ ტურნირს უხელმძღვანელებს

GTP Tour 8-10 ოქტომბერს შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფის“ ტერიტორიაზე არსებულ საჩოგბურთო კორტებზე სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირს გამართავს ერთეულთა თანრიგში.

საპრიზო ფონდი 3300 ლარს შეადგენს, მასში მონაწილეობას 32 ჩოგბურთელი მიიღებს, რეგისტრაციის ღირებულება 100 ლარს შეადგენს. 

ტურნირის გამარჯვებული 1300 ლარით დაჯილდოვდება, ფინალისტი - 800 ლარით, ნახევარფინალისტში დამარცხებულები კი 400-400 ლარს მიიღებენ.

საინტერესო მატჩების გარდა GTP Tour კარგ ორდღიან დასვენებას გთავაზობთ, ტურნირის შემდგომი ე.წ. „after party-თ“ და სხვა მრავალი გასართობი ღონისძიებებით. 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით GTP Tour-ის "ფეისბუქ" - გვერდზე.