დაძაბული მატჩების მოლოდინში - Paragraph Cup-ის ნახევარფინალები დიდ ბრძოლებს გვპირდება


დაძაბული მატჩების მოლოდინში - Paragraph Cup-ის ნახევარფინალები დიდ ბრძოლებს გვპირდება

შეკვეთილში მიმდინარე GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირის, Paragraph Cup-ის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

ერთეულთა თანრიგში მიმდინარე გათამაშების ოთხეულში გასვლა ზვიად კალმახელიძემ, ლუკა სახვაძემ, ნიკა აკოფიანმა და გიორგი მარგველაშვილმა მოახერხეს.

შედეგად, ფინალში გასვლისთვის ერთმანეთს კალმახელიძე - სახვაძე და აკოფიანი - მარგველაშვილი დაუპირისპირდებიან. ტურნირზე რჩებიან მისი მთავარი ფავორიტები, პირველ ნომრად განთესილი ზვიან კალმახელიძე და მეორედ - ნიკა აკოფიანი.

ერთი შეხედვით, პროგნოზირებადი ფინალი გვესახება, თუმცა ამ ტურნირზე ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუკა სახვაძის თამაში, რომელიც საუცხოო ფორმაში იმყოფება და ნახევარფინალამდე ძალიან დამაჯერებლად მოახერხა მოსვლა. 

შესაბამისად, პირველ ნომერ ზვიად კალმახელიძეს ნახევარფინალურ შეხვედრაში ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება.

ნახევარფინალური ეტაპის მატჩები ხვალ, 10 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება, ფინალური მატჩი კი 14:00 საათზე აიღებს სტარტს.