ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველივე წრეში დამარცხდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველივე წრეში დამარცხდა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის გრენდ სლემზე მონაწილეობა პირველივე წრეში დაასრულა. მისი მეტოქე ლეგენდარული ბრიტანელი, ენდი მარი იყო, რომელთანაც ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლა გამართა და პატარა გმირობაც ჩაიდინა, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

პირველი ორი სეტი ბრიტანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 6:4 6:3 დასრულდა და მესამე სეტის პირველი ნახევარი ქართველისთვის ნამდვილად არადამაიმედებელი იყო - რამდენიმე წუთის შემდეგ, ბასილაშვილი უკვე ორი ბრეიკით, 5:0 აგებდა.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ქართული სპორტის და ზოგადად ჩოგბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა - ბასილაშვილმა ტურნირის მასპინძელ ენდი მარის სეტი 0:5-დან 7:5 მოუგო და ბრძოლაში დაბრუნდა. გზად, ქართველმა მეტოქის რამდენიმე მატჩ-პოინტიც გადაარჩინა.

ამის შემდეგ, თამაში რამდენიმე წუთით, კორტის სახურავით გადახურვის მიზნით შეწყდა, რამაც ბასილაშვილს აღებული მუხტი დააკარგინა და მეოთხე სეტიც მარის კარნახით გაიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.