ITF-ს ეგიდით თელავში მიმდინარე ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ნახევარფინალურ მატჩში მისი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში 371-ე ადგილზე მყოფი უკრაინელი, ვლადისლავ ორლოვი იყო, რომელიც ქართველმა ულამაზეს სტილში 6:1 6:2 გაანადგურა და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში მეშვიდე ნომრად განთესილი მეტრეველის მეტოქე ATP რეიტინგის 516-ადგილოსანი, 23 წლის ალექსანდრ ლაზაროვი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ზურა ტყემალაძე ორ სეტში დაამარცხა.
ფინალს დამატებით ინტრიგას ის აძლევს, რომ ორივე ჩოგბურთელი გადამწყვეტ მატჩამდე სეტწაუგებლად მივიდა. შეხვედრა ხვალ, 2 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, რომლის ფინალამდეც ქართული წყვილი მეტრეველი/ბაკში გავიდა, სამწუხაროდ გადამწყვეტი შეხვედრა ბალარუსმა წყვილმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.