უმნიშვნელოვანესი მატჩი! მეტრეველი ფინალში გასასვლელად ყოფილ 79-ე ნომერს შეხვდება


უმნიშვნელოვანესი მატჩი! მეტრეველი ფინალში გასასვლელად ყოფილ 79-ე ნომერს შეხვდება

თბილისში, მზიურის კორტებზე ITF 25-ტიპის ტურნირი მიმდინარეობს, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი წარმატებით ასპარეზობს.

მეტრეველმა უზბეკ მეტოქეს სერგეი ფომინს, რომელიც მსოფლიოში 348-ე პოზიციას იკავებს, ორ სეტში 6:2, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად სანდროს მეტოქე მსოფლიოს ყოფილი 79-ე ნომერი, ინდოელი პრაჯნეშ გუნენსვარანი იქნება. მატჩი ხვალ, 5 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

ალექსანდრე ბაკშიმ და ზურაბ ტყემალაძემ თავიანთი მატჩები დაძაბულ ბრძოლაში დათმეს. 

მოგიწოდებთ გულშემატკივრებს ხვალ მზიურის საჩოგბურთო კომპლექსში მოსვლისკენ, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ალექსანდრე მეტრეველს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში.