GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი Jim Beam Cup დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა


GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი Jim Beam Cup დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა

GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი Jim Beam Cup დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა.

ფინალში ლაშა გულიაშვილის მეტოქე რეიტინგის პირველი ნომერი და ტურნირის მთავარი ფავორიტი ზვიად კალმახელიძე იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა - გულიაშვილმა გამარჯვება სამ სეტში, 6:7, 6:2 6:1 მოიპოვა.

20210711_194534

ყველაზე დაძაბული მატჩში პირველი სეტი გამოვიდა, რომელშიც გამარჯვება კალმახელიძემ ტაი-ბრეიქზე მოახერხა და მეორე სეტში 2:0 წაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა გულიაშვილის მხარეზე გადავიდა, რომელმაც ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და საქმე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა, სადაც მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო და გამარჯვებაც მოიპოვა.

ამ მასტერსის ტიპის ტურნირის მოგებით გულიაშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა, ფინალისტმა კალმახელიძემ კი - 600.