Jim Beam Cup-ზე ნახევარფინალების დროა - წყვილები გამოიკვეთა


Jim Beam Cup-ზე ნახევარფინალების დროა - წყვილები გამოიკვეთა

GTP Tour-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე Jim Beam Cup ნახევარფინალების დრო დადგა.

შეხვედრები დღეს, 10 ივლისს, 18:00 საათიდან, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

ნახევარფინალურ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგი მოთამაშეები შეხვდებიან:

ე. მამულაშვილი - ლ.გულიაშვილი
თ.თურმანიძე - ზ.კალმახელიძე

ნახევარფინალური ეტაპის ფორმატი მეოთხედფინალურის მსგავსია: ორ მოგებულ 6-გეიმიან სეტამდე, გადამწყვეტი სეტის მაგივრად კი სუპერ ტაი-ბრეიკი 10-მდე. 

წარმატებები მოთამაშეებს.