Jim Beam Cup გადამწყვეტ ფაზაში შედის - მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია


Jim Beam Cup გადამწყვეტ ფაზაში შედის - მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

თბილისში, GTP TOUR-ის მიერ ორგანიზებული სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირი Jim Beam Cup გრძელდება.

ხვალ, 10 ივლისს, თბილისის დროით 10:00 საათიდან მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყება, რომელშიც შემდეგი მოთამაშეები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:

ზ.კალმახელიძე - გ.დარჩია
ე. მამულაშვილი - ლ.ზაიცევი
ლ.გულიაშვილი - ნ.აკოფიანი
ჯ.თოფურია - თ.თურმანიძე

აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი ამ ტურნირზე განთესილ მოთამაშეს წარმოადგენს, რაც ძალიან დაძაბულ და საინტერესო მატჩებს გვპირდება.

პირველი შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, თბილისის დროით 10:00 საათისთვის დაიწყება, მოთამაშეები ვალდებულნი არიან, კორტზე თამაშის დაწყებამდე მინიმუმ 10 წუთით ადრე გამოცხადდნენ. 

20210709_174748

რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს - მატჩები დიდი ალბათობით ხვალვე, საღამოს საათებში გაიმართება. 

ფინალური დაპირისპირება კვირას, 11 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება. 

მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩები 2 მოგებულ სეტამდე გაიმართება (თითო სეტი 6 გეიმამდე), სეტებში თანაფარდობის შემთხვევაში კი გადამწყვეტი სეტის ნაცვლად სუპერ ტაი-ბრეიკს ვიხილავთ 10-მდე.

ფინალი კი უკვე ჩვეულ რეჟიმში, 3-სეტიან ფორმატში შედგება.

სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირის, Jim Beam Cup - ის საპრიზო ფონდი 3500 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს 1500 ლარი ერგება, ფინალისტს - 800 ლარი, ნახევარფინალში გასული მოთამაშეები კი 400-400 ლარს მიიღებენ. 

წარმატებები მოთამაშეებს.