ნახევარფინალური ეტაპიც დასრულდა - Jim Beam Cup-ზე ფინალური წყვილი გაირკვა


ნახევარფინალური ეტაპიც დასრულდა - Jim Beam Cup-ზე ფინალური წყვილი გაირკვა

თბილისში GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული Jim Beam Cup თავის კულმინაციას უახლოვდება.

დღეს, 10 ივლისს, ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს ლ.გულიაშვილი და ე.მამულაშვილი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და გულიაშვილის გამარჯვებით, 7:5 4:6 10:5 დასრულდა.

მეორე მატჩში კი სამოყვარულო ჩოგბურთის პირველი ნომრის, ზ.კალმახელიძის მეტოქე თინა თურმანიძე იყო და პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი შედარებით მარტივი ანგარიშით, 6:2 6:0 დასრულდა კალმახელიძის სასარგებლოდ.

ხვალ, 11 ივლისს, 19:00 საათზე, Jim Beam Cup-ის ფინალში ერთმანეთს გულიაშვილი და კალმახელიძე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფინალის ფორმატი ნახევარფინალისგან განსხვავებულია - აქ სეტებში თანაფარდობის შემთხვევაში არა სუპერ ტაი-ბრეიკი, არამედ სტანდარტული სეტი გაიმართება.

წარმატებები მოთამაშეებს.