GTP TOUR-ის მიერ ორგანიზებული მორიგი წარმატებული ტურნირი, რომელიც დაძაბული დაპირისპირებით დასრულდა


GTP TOUR-ის მიერ ორგანიზებული მორიგი წარმატებული ტურნირი, რომელიც დაძაბული დაპირისპირებით დასრულდა

2021 წლის 11-13 ივნისს თბილისში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართა GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული Pro/Am- ტიპის ტურნირი წყვილებში, სახელწოდებით BREAK POINT.

გათამაშებაში მონაწილეობა 16-მა პროფესიონალმა და 16-მა მოყვარულმა მიიღეს. მისი საპრიზო ფონდი 16500 ლარს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ ტურნირში მოთამაშე პროფესიონალ ჩოგბურთელებს ტრადიციული ორის ნაცვლად, მოწოდების დროს ერთი მცდელობა ჰქონდათ . 

შედეგად, ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ჭელიძე/ქომეთიანის, რევაზიშვილი/კემულარიას, მეტრეველი/მამულაშვილის და კიკვიძე/ივარდავას წყვილებმა მოახერხეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ჭელიძე/ქომეთიანი და მეტრეველი/მამულაშვილი დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელებმა, დაძაბულ ბრძოლაში, 7:5, 3:6 და სუპერ ტაიბრეიკზე 10:7 მოახერხეს.

GTP TOUR აგრძელებს საქართველოში სამოყვარულო ჩოგბურთის პოპულარიზაციას და მის მიერ გამართული ტურნირი BREAK POINT ერთ-ერთი მორიგი წარმატებული პროექტი გამოვიდა.