ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში W60 Nur-Sultan (President’s Cup)-ის გამარჯვებული გახდა!
გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძემ რუსი ვალერია სავინიხი სამ სეტში დაამარცხა და 60-ათასიანი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირზე პირველი ადგილიც დაიკავა.
ამ ორი ჩოგბურთელის ფინალში შეხვედრა ტურნირის ლოგიკური დასასრული იყო, რადგან ბოლქვაძე მასზე პირველ ნომრად იყო განთესილი, სავინიხი კი - მეორედ.
პირველი სეტი რუსმა 6:4 იმარჯვა, თუმცა ამის შემდეგ მარიამმა სიტუაცია გამოასწორა, 6:3 6:2 მოიგო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ბოლქვაძისთვის ეს კარიერაში მეექვსე და ამავდროულად ყველაზე დიდი ტიტულია. აქამდე, მან წარმატება W25 Obidos-ზე, კაიროს 15.000-იან, ბათუმის 10.000-იან და შარმ ელ შეიხის 10.000-იან (2-ჯერ) ტურნირებზე ჰქონდა მიღწეული.