მარიამ ბოლქვაძე 60-ათასიანი ტურნირის ფინალშია, სადაც რუს მეტოქეს შეხვდება


<h1>მარიამ ბოლქვაძე 60-ათასიანი ტურნირის ფინალშია, სადაც რუს მეტოქეს შეხვდება</h1>

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე W60 NUR-SULTAN (President’s Cup)-ის ფინალში გავიდა.

ბოლქვაძემ, რომელიც 60.000-იან ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში უზბეკი საბინა შარიპოვა 6:2 6:0 დაამარცხა, მეორეში კი კორტების მასპინძელი, ყაზახი გოზალ აინიტდინა დატოვა უშანსოდ - 6:2, 6:1.

მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე ბელარუსი შალიმერ ტალბი იყო, რომელთანაც მარიამმა პირველი სეტი 6:1 მოიგო და მეორეში 2:0 წაიყვანა, რის შემდეგაც ტალბიმ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ქართველმა მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალში ბოლქვაძის მეტოქე ისევ ბელარუსი იულია ჰატუკა იყო, რომელიც ამ ტურნირზე მეოთხე ნომრადაა განთესილი. ამ მატჩში ქართველს უფრო დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე წინა მატჩებში, თუმცა მარიამმა მაინც ორ სეტში, 6:4 6:4 იმარჯვა.

ტიტულის მოგებისთვის კი მარიამ ბოლქვაძე ხვალ, 18 ივლისს იბრძოლებს, გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე ტურნირის მეორე ნომერი, რუსი ვალერია სავინიხი იქნება, რომელიც ფინალამდე ასევე სეტწაუგებლად მივიდა.