betlive Challenge Cup და ტურნირების სერია


betlive Challenge Cup და ტურნირების სერია

GTP TOUR-ი ჩოგბურთის მოყვარულებს ძალიან კარგ სიახლეებს სთავაზობს.

17 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე დაგეგმილია მაღალი დონის რამდენიმე ტურნირის ჩატარება სხვადასხვა ლოკაციაზე.

სერია betlive Challenge Cup Pro/AM ტიპის ტურნირით მზიურის საჩოგბურთო კორტებზე 17 სექტემბერს აიღებს სტარტს და სამ დღეს გაგრძელდება.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით, წყვილთა თანრიგში ტარდება და აუცილებელ პირობას წარმოადგებს წყვილი შედგებოდეს მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელისგან.

სპორტული ინტერესი და მაღალი საპრიზო ბიუჯეტი ძალიან დაძაბულ და საინტერესო მატჩებს გვპირდება. 

რეგისტრაცია დაწყებულია და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ ფეისბუქ-გვერდის პირად შეტყობინებებში.