კულმინაცია მოახლოვდა - ქვიშის ჩოგბურთის ტურნირზე ფინალური წყვილი გამოიკვეთა


კულმინაცია მოახლოვდა - ქვიშის ჩოგბურთის ტურნირზე ფინალური წყვილი გამოიკვეთა

GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ქვიშის ჩოგბურთის ტურნირის კულმინაციის დროც დადგა.
,
ხვალ, 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან:

გიორგაძე/ხოჭოლავა - შარვაშიძე/მარგველაშვილი. 

ორივე წყვილმა ფინალამდე განვლილ გზაზე ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი თამაში აჩვენა და გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებას ველოდებით.

უმაღლეს დონეზე ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულები სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდებიან.