ქვიშის ჩოგბურთი - პოპულარობა გარანტირებულია


<h1>ქვიშის ჩოგბურთი - პოპულარობა გარანტირებულია</h1>

საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი ქვიშის ჩოგბურთში, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, როგორც მაყურებლებისთვის, ისევე მონაწილეებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი სადებიუტო ხასიათს ატარებდა, ქართველმა ჩოგბურთელებმა სათამაშო ტაქტიკას ალღო სწრაფად აუღეს და ქვიშაზე დაძაბული ორთაბრძოლებიც შემოგვთავაზეს.

ფინალურ შეხვედრაში რ.შარვაშიძე/გ.მარგველაშვილის ქუთაისური წყვილი გ.გიორგაძე/ს.ხოჭოლავას თბილისურ წყვილს დაუპირისპირდა. 

გამოცდილების და ცოტა სპორტული გამართლების ხარჯზე, ქვიჩის ჩოგბურთის პირველი ჩემპიონები გ.გიორგაძე და ს.ხოჭოლავა გახდნენ - 4:6, 6:3, 12:10. 

სასიხარულოა, რომ საქართველოში ქვიშის ჩოგბურთის სადებიუტო ტურნირმა სრული წარმატებით ჩაიარა და დიდი სიმპათიები დაიმსახურა როგორც მაყურებლებისგან, ისე უშუალოდ მონაწილეებისგანაც.