ქვიშის ჩოგბურთის დებიუტი პარაგრაფში


ქვიშის ჩოგბურთის დებიუტი პარაგრაფში

ევროპის კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის, "ევროპის სპორტის კვირეული BeActive-ს“ ფარგლებში, საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაცია და GTP Tour-ი კოორდინირებას გაუწევს ტურნირს ქვიშის ჩოგბურთში. 

აღსანიშნავია, რომ ქვიშის ჩოგბურთი ქართული რეალობისთვის სპორტის ახალი სახეობაა და ზემოთ აღნიშნული ტურნირიც სადებიუტო ხასიათს ატარებს.

შეჯიბრი გაიმართება წყვილთა თანრიგში, სანაპიროზე მოწყობილ სპეციალურ კორტზე. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით.

GTP Tour-ი და BeActive საინტერესო, სანახაობრივ და აზარტულ ტურნირს გპირდებათ.