სრული დომინაცია და დამსახურებული მერვედფინალი - ბასილაშვილი ტორონტოში დაფრინავს


სრული დომინაცია და დამსახურებული მერვედფინალი - ბასილაშვილი ტორონტოში დაფრინავს

ტორონტოში მიმდინარე მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ფორმაშია.

საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ორი წრე გაიარა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილი და მსოფლიოს მე-13 ჩოგანი პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება.

პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იყო, რომელმაც ძირითად ბადეში მოხვედრა უაილდ-ქარდით მოახერხა. მიუხედავად აუთსაიდერის სტატუსისა, ბრუქსბიმ ბასილას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი სეტი 6:2 მოუგო, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა ნიკას მხარეზე გადავიდა, რომელმაც მეორე სეტი მშრალად (6:0) მოიგო და მესამეში საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა (6:4).

სრული ბენეფისი ჰქონდა ბასილაშვილს მეორე მატჩში, როცა მისი მეტოქე ახალგაზრდა ავსტრალიელი ალექს დე მინაური იყო. თითქოს, თამაშში დიდი ბრძოლა უნდა გვენახა, მაგრამ ქართველმა დე მინაური კორტიდან პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით „გაიტანა“ – 6:1 6:1 და ბასილაშვილი მერვედფინალში დამაჯერებლად გავიდა.

ჰურკაჩთან დაპირისპირება კი 13 აგვისტოს, გამთენიისას შედგება.