ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.

პირველი ორი წრის წარმატებით გავლის შემდეგ, მას ურთულესი მეტოქე შეხვდა - მეოთხე ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.

საწყის სეტში ზვერევს მოსაგებად ერთი ბრეიკიც ეყო, რომელიც მან ყველაზე ცუდ დროს - მეათე გეიმში შეასრულა, ისე რომ ბასილაშვილს უკუბრეიკის შანსიც აღარ დარჩა - 4:6.

მეორე სეტში უფრო დიდი ბრძოლა ვიხილეთ. ზვერევმა 5:3 წაიყვანა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა ბასილაშვილმა უმალ მოახერხა უკუბრეიკის შესრულება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ზვერევმა გადაწყვეტი უპირატესობა მაინც მოიპოვა და მატჩი ორ სეტშიც დახურა.

ამრიგად, ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, ზვერევი კი მეოთხედფინალში გავიდა.