წარმატებული სტარტი US Open-ზე! ბასილაშვილის მეორე მეტოქე ისევ კორტების მასპინძელი იქნება


წარმატებული სტარტი US Open-ზე! ბასილაშვილის მეორე მეტოქე ისევ კორტების მასპინძელი იქნება

სეზონის უკანასკნელ გრენდ სლემზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სვლა წარმატებით დაიწყო.

პირველ წრეში მისი მეტოქე კორტების მასპინძელი სებასტიან კორდა იყო, რომელსაც ბასილაშვილი კარიერაში პირველად შეხვდა.

ეს ორი ჩოგბურთელი რეიტინგში საკმაოდ ახლოს იმყოფება ერთმანეთთან - ბასილა ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს, კორდა კი 45-ა.

ყველა დაძაბულ დაპირისპირებას ელოდა, თუმცა სამწუხაროდ თუ ჩვენთვის სასიხარულოდ ბრძოლა არ შედგა და ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზე მარტივად გავიდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი 30 წუთში 6:2 მოიგო და მეორეში 2:1 წაიყვანა, როცა კორდამ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ქართველს შემდეგი წრის საგზური მარტივად 47 წუთში ჩააბარა.

შესაბამისად, ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი, გიგანტი მაქსიმ ქრისი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში 151-ე ადგილს იკავებს.