ბასილაშვილისთვის US Open დღეს იწყება - ვინ იქნება ქართველის პირველი მეტოქე?


ბასილაშვილისთვის US Open დღეს იწყება - ვინ იქნება ქართველის პირველი მეტოქე?

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ზე სვლას დღეს დაიწყებს.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი სეზონის ბოლო გრენდ სლემზე სვლას კორტების მასპინძლის, სებასტიან კორდას წინააღმდეგ დაიწყებს.

ამჟამად ჩოგბურთელებს შორის რეიტინგში არც ისე დიდი სხვაობაა - კორტა 45-ე პოზიციას იკავებს, ბასილაშვილი კი 39, თუმცა კენჭისყრამ ისინი პირველივე წრეში შეახვედრა.

ბასილაშვილსა და კორდას შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება, აქამდე ისინი ერთმანეთს კორტზე არ შეხვედრილან.

დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.