მარცხი მძიმე ბრძოლაში - ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსზე ასპარეზობა დაასრულა


მარცხი მძიმე ბრძოლაში - ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსზე ასპარეზობა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სვლა ტორონტოს მასტერსზე მერვედფინალში შეწყდა.

პირველი ორი წრის გავლის შემდეგ, 1/8-ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ნომერი და ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილი პოლონელი, ჰუმბერტ ჰურკაჩი იყო.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა - პირველი სეტი ბასილამ ურთულეს ტაიბრეიკზე 9:7 მოიგო, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა პოლონეტის მხარეზე გადავიდა.

ორივე შემდგომ სეტში ჰურკაჩი ბასილაშვილის მოწოდებას პირველივე გეიმებში იგებდა და საქმე ბოლომდე მიყავდა.

სამწუხაროდ, ვერცერთ სეტში ბასილაშვილმა რებრეიკის გაკეთება ვერ მოახერხა და ერთნაირი ანგარიშით, 6:4 6:4 დამარცხდა.