ბასილაშვილი ოლიმპიადაზე განთესილთა შორის მოხვდა


ბასილაშვილი ოლიმპიადაზე განთესილთა შორის მოხვდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე განთესილთა შორის მოხვდა.

ჯამურად, ოლიმპიადაზე 16 მოთამაშე იქნება განთესილი და ბასილაშვილი მათ შორის მე-15 ადგილს იკავებს. 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 35 სხვადასხვა ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას, მატჩები სტანდარტულ 3-სეტიან ფორმატში გაიმართება, თუმცა ფინალი 5-სეტიანი იქნება.

ბასილაშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადა იქნება და ის 2016 წლის შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება, როცა პირველ წრეში ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა.

ჯერჯერობით, ამ წლის ტურნირის კენჭისყრა არ გამართულა და შესაბამისად, ბასილას მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია. 

ამ ეტაპზე ბასილაშვილი მსოფლიოს ერთეულთა თანრიგში 42-ე ადგილს იკავებს, მან მიუნხენის ტურნირზე ტიტული ვერ დაიცვა და ამის გამო რეიტინგში 13 პოზიციით დაქვეითდა.