ოლიმპიადის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ ლორენცო სონეგოს მოუგო.
ბასილაშვილმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, სანაცვლოდ კი მეტოქეს მხოლოდ ერთის უფლება მისცა და სეტიც დახურა - 6:4.
მეორე სეტში უპირატესობა უკვე სონეგოს მხარეს იყო, რომელმაც სეტი 6:3 მოიგო და საქმე დისაიდერში გადაიყვანა.
გადამწყვეტი სეტი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა - 5:3-ზე ბასილაშვილმა მატჩზე მოწოდება ვერ მოახერხა და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა, თუმცა ყველაფერი მეტოქის მოწოდებაზე დაასრულა და პირველი სეტის მსგავსად, ისევ 6:4 მოიგო.
6:4 3:6 6:4 და ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/8-ფინალშია, სადაც მას სერიოზული გამოცდა ელის - მისი მეტოქე მეოთხე ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი იქნება.