ბასილაშვილმა ოლიმპიადის პირველ წრეში ნადალის ჩამნაცვლებელი არ შეიმჩნია


ბასილაშვილმა ოლიმპიადის პირველ წრეში ნადალის ჩამნაცვლებელი არ შეიმჩნია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

პირველ წრეში მისი მეტოქე ესპანელი კარბალეს ბაენა იყო, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარული რაფაელ ნადალი ჩაანაცვლა.

ბასილაშვილმა მატჩი კარგ დონეზე ჩაატარა და დამაჯერებლად 6:3 6:2 იმარჯვა.

მეორე წრეში ნიკოლოზის მეტოქე ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებული იქნება.

კარბალეს ბაენას ბასილაშვილი კარიერაში უკვე მესამედ დაუპირისპირდა და სამივე მატჩი მის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა დღევანდელი - ყველაზე მარტივი ანგარიშით.