რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობით?


რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობით?

როგორც იცით, ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონის ბადეში არ გაუმართლა და მისი მეტოქე პირველივე რაუნდში ტურნირის ორგზის ჩემპიონი, ენდი მარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მესამე სეტში დიდი სასწაული ჩაიდინა და ბრიტანელ ჩოგბურთელს სეტი 0:5-ს შემდეგ, 7:5 მოუგო, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ენდიმ პირველ ორ სეტში დაწყებული საქმე ბოლომდე მეოთხეში მიიყვანა და შემდეგ ეტაპზე თავად გავიდა.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გრენდ სლემზე, მითუმეტეს ცენტრალურ კორტზე მონაწილეობა და ენრი მარის წინააღმდეგ თამაში, ცალკეც შეიძლება უკვე წარმატებად დასახელდეს, სეტის მოგება კი დამატებითი ბონუსია.

უიმბლდონის საერთო საპრიზო ფონდი 35 მილიონ გირვანქას შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით ნაკლებია, როცა ის 38 მილიონს შეადგენდა. ცნობისთვის, ეს ტურნირი 2020 წელს, პანდემიის გამო არ ჩატარდა.

ტურნირის გამარჯვებულს 1.700.000 გირვანქა ეკუთვნის, ფინალისტს - 900.000.

რაც შეეხება ბასილაშვილს, რომელიც პირველივე რაუნდში დამარცხდა, მისთვის უბრალოდ ძირითად ბადეში მოხვედრაც კი იმაზე მეტის მომტანი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგი, შედარებით პატარა ტურნირის მოგებით გამოუმუშავებია.

პირველ წრეში მარცხით ნიკოლოზ ბასილაშვილის ბიუჯეტი 48.000 ფუნტით გაიზარდა. 

შედარებისთვის, როგორც იცით, ბასილაშვილმა ამა წლის მაისში მიუნხენის 250-იანი ტურნირის მოგება შეძლო, რის შედეგადაც მან ჯამში 21.655 ათასი ევრო გამოიმუშავა, უიმბლდონის პირველივე წრეში მარცხმა კი მას 48.000 გირვანქა მოუტანა.