დაუვიწყარი გამარჯვება ბერძნებთან - საქართველომ ATP CUP-ზე ასპარეზობა ამაყად დაასრულა


დაუვიწყარი გამარჯვება ბერძნებთან - საქართველომ ATP CUP-ზე ასპარეზობა ამაყად დაასრულა

სიდნეიში მიმდინარე ATP CUP 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველომ წარუმატებლად დაასრულა, მაგრამ გულშემატკივარს ერთი დაუვიწყარი გამარჯვება მაინც აჩუქა.

ჯგუფის ბოლო მეტოქესთან, საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრაში, ჩვენმა ნაკრებმა პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვა და ჯამური მარცხის მიუხედავად, გულშემატკივარს მაინც დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან სათამაშოდ ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში გავიდნენ, მათი მეტოქეები კი პერვოლაკისი და ცნობილი სტეფანოს ციციპასი იყვნენ.

პირველი სეტი ბერძნების გამარჯვებით დასრულდა (4:6), სამაგიეროდ ქართველებმა სიტუაცია მეორე სეტში გამოასწორეს და 6:3 იმარჯვეს.

განსაკუთრებით სანახავაობრივი მესამე სეტი გამოვიდა, რომელიც ქართველებმა ტაი-ბრეიკზე წარმოუდგენელი ანგარიშით 16:14 მოიგეს და ტურნირი ამაყად დატოვეს.