ალექსანდრე ბაკში ანუ AK-48


ალექსანდრე ბაკში ანუ AK-48

       ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე ბაკშიმ მიმდინარე თბილისის ღია პირველობაზე მეორე წრის ბარიერი წარმატებით გაიარა.

მეორე წრეში აგრესიული და ამავდროულად ტექნიკური სათამაშო სტილით გამორჩეული ალექსანდრე ბაკშის მეტოქე ჩეხი დევიდ პოლიაკი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში 7:5 6:7 6:4 დაამარცხა.

       ხვალ, 28 ივნისს, ბაკში მზიურის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე ნახევარფინალში გასასვლელად რუს სლავა პოლუხინს დაუპირისპირდება და თავისი უძლიერესი ფორჰენდის მორიგ ტყვიებს შესთავაზებს.

        გელოდებით გულშემატკივრებს დილის 10:30-დან, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჩოგბურთელს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში.