საახალწლო საჩუქარი სიდნეიდან: საქართველოს გამარჯვების მოლოდინში


<h1>საახალწლო საჩუქარი სიდნეიდან: საქართველოს გამარჯვების მოლოდინში</h1>

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ახალი წლის პირველ დღეს უძლიერესი შემადგენლობით შეეცდება ჯგუფის ლიდერის სტატუსის მოპოვებას.

ATP CUP 2022 ტრადიციულად ავსტრალიაში გაიმართება.წლევანდელ ტურნირი მსოფლიო რეიტინგში 16 საუკეთესო ჩოგბურთელის ქვეყნით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს ნაკრების ტაქტიკოსი მწვრთნელის, დავით კვერნაძის განკარგულებაშია შემდეგი ხუთეული: ნიკოლზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაქში, ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე.

საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გასვლას არგენტინის,პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრებები შეეცდებიან.

გამარჯვების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: რეიტინგით პირველი და მეორე ჩოგბურთელების ერთეულთა მატჩები და ერთი წყვილთა თანრიგის შეხვედრა.

გამარჯვებულია ის ნაკრები რომელიც ჯამში მინიმუმ ორ თამაშს მოიგებს .

ATP CUP -ზე მოქმედებს სარეიტინგო ქულების მოპოვების სპეციფიური სისტემა და საპრიზო თანხაც საკამოდ სოლიდურია.