26 ივლისიდან ალექსანდრე მეტრეველის საჩოგბურთო კომპლექსში ITF M25 ტიპის ტურნირი, „თბილისის ღია პირველობა“ გაიმართება.
„Tbilisi Open“ ქართული ჩოგბურთისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინტერესო მოვლენაა, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ივლისს დაიწყო, ხვალიდან კი ძირითადი ბადის მატჩებს ვიხილავთ.
აღნიშნულ ტურნირზე ერთდროულად რვა ქართველი ჩოგბურთელი: ალექსანდრე მეტრეველი, საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, გიორგი ცივაძე, ნიკოლოზ დავლიანიძე, ლუკა ჯანუაშვილი და ირაკლი მეტრეველი მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ პირველი წრის შეხვედრაშივე - ერთმანეთს ალექსანდრე ბაკში და ირაკლი მეტრეველი შეხვდებიან.
GTPtour.ge წარმატებას უსურვებს თბილისის ღია პირველობის ყველა მონაწილეს, გულშემატკივრებს კი მატჩებზე დასწრებისკენ მოგიწოდებთ, რადგან დროის კარგად გატარება გარანტირებულია.